თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო "სადგურის მოედნის“ მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგებსა და დაზარალებულების წინაშე არსებულ პრობლემებს. ვიცე-მერმა მოვაჭრეებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დაზარალებულები მერიას მიაწვდიან უფრო ზუსტ ინფორმაციას დამწვარი ტერიტორიის ფართობის, დაზარალებულების რაოდენობისა და ზარალის ოდენობის შესახებ.
“შესული ვიყავით ირაკლი ხმალაძესთან. გაითვალისწინეს ჩვენი ტკივილი. დაწყებით შეხვედრაზე არის კმაყოფილება ჩვენი მხრიდან. ჩვენ გვჭირდება გვერდში დგომა. მან მითხრა, რომ მე ყველანაირი გამოკითხვები ჩაგვიტარა, ვიმუშავებთ ამ თემაზე. მე მყავს ზემდგომები, ყველაფერს გავითვალისწინებთ. კიდევ მოხდება შეხვედრები“, - აცხადებს ბაზრობა „ბაქანის“ მენეჯერი მზია ბუჩუაძე.