12 აგვისტო 2026,   00:02
ვრცლად
"ჩვენ გავფრინდებით. თუ ერთად ვიქნებით" - 15 მაისს ფილარმონიაში რეზო და ბავშვების კონცერტი გაიმართება

15 მაისს ფილარმონია რეზო და ბავშვების კონცერტს უმასპინძლებს. მუსიკალური საღამო სახელწოდებით "ჩვენ გავფრინდებით, თუ ერთად ვიქნებით" ჯგუფის საეტაპო კონცერტია. რეზო და ბავშვები, პირველად არსებობის ისტორიაში, აკადემიურ სივრცეში საავტორო სოლო კონცერტით წარდგება მსმენელის წინაშე.

კონცერტზე გაიჟღერებს, როგორც მუსიკალური კოლექტივის ძველი და კარგად ნაცნობი ჰიტები, ასევე მსმენელისთვის სრულიად უცნობი სიმღერები, რომლებიც მართალია წლების წინ შეიქმნა, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო. 

ღონიძიება 21:00 საათზე დაიწყება.

ბილეთები შეიძინეთ აქ

დღის ამბები