პარიზში გასამართი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრის დაწყებამდე, რომელშიც ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეორე ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი, ერთ საათზე მეტი დარჩა.
ხვიჩა კვარაცხელია და "პარი-სენ-ჟერმენი" საკუთარ მოედანზე იმ გუნდს უმასპინძლებენ, რომელიც 29 აპრილს ლონდონში მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხეს.
პირველ შეხვედრაში, კვარაცხელიას შედეგიანი გადაცემის შემდეგ, არტეტას გუნდის კარში, დემბელეს მიერ გატანილი ერთადერთი გოლი შეასაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შემთხვევითი გუნდები არ ხვდებიან და ლონდონელები, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს იღონებენ არც ეს იქნება ვინმესთვის გასაკვირი.
განსაკუთრებით სახიფათო ბრიტანელთა მიერ შესრულებული სტანდარტული მდგომარეობებია, რასაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ლუის ენრიკემ და მისმა
ფეხბურთელებმა.
პარიზული კლუბი, ფეთქებადი და არაპროგნოზირებადი ქმედებით გამორჩეულია, რომელსაც განსაკუთრებით სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევა. ამ სცენარში კი ერთ-ერთი უმთავრესი როლი ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას აქვს, რომელსაც 1 საათში სავარაუდოდ, ძირითადი შემადგენლობა გახდება ცნობილი.