ევროკავშირის იმიტირებულ სასამართლო პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა. შეჯიბრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით წელს მეშვიდედ გაიმართა და მისი მიზანი ევროკავშირის სამართლისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ სტუდენტებში ცოდნის გაღრმავებაა.
კონკურსში მონაწილეობის სურვილი წელს საქართველოს 16 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. წლევანდელი ღონისძიების ფინალური ეტაპი ევროპის დღეების ფარგლებში - 9 და 10 მაისს, ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა.