11 აგვისტო 2026,   21:52
ვრცლად
ზუგდიდში ოთარ ფაცაციას ბიუსტი გაიხსნა

პარლამენტისა და მთავრობის ყოფილი წევრის, ოთარ ფაცაციას დაბადების დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში მისი ბიუსტი გაიხსნა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიებაში ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მიიღო მონაწილეობა. მერმა აღნიშნა, რომ ბიუსტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია სკვერის პროექტირებაც, რომელსაც ოთარ ფაცაციას სახელი მიენიჭება.

ბიუსტის გახსნას ოთარ ფაცაციას ოჯახის წევრები, მეგობრები,ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, პარლამენტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები