10 აგვისტო 2026,   17:26
ვრცლად
ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღის აღსანიშნავად, გორში მოქალაქეები აღდგომის ტაძარში შეიკრიბებიან - გაიმართება საზეიმო მსვლელობა

ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღის აღსანიშნავად, კიდევ ერთი ქალაქი, სადაც მრევლი შეკრებას აპირებს, გორია. მოქალაქეები შეკრებას აღდგომის ტაძარში გეგმავენ. გორშიც, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, გაიმართება საზეიმო მსვლელობა, რომელშიც მრევლი და სამღვდელოება ჩაერთვება.

"გილოცავთ ყველას 17 მაისს - ოჯახის სიწმინდისა და მშობლებიც პატივისცემის დღეს. ეს ორი ცნება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 17 მაისი სწორედ ამისთვის არის გამოსაყენებელი. ახლა ვიმყოფებით აღდგომის მშენებარე საკათედრო ტაძარში, სადაც იქნება სამრევლოს შეკრება, სადაც გადავიხდით პარაკლისს, შემდეგ, ლიტანიობით, მსვლელობა იქნება გორის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან", - აღნიშნა დეკანოზმა გიორგიმ (კარელიძე).

საზეიმო მსვლელობის შესახებ საუბრობს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, აბიკო აბესაძე.

"უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე. მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო საქართველოში მცხოვრებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. დღეს გორში იმართება საზეიმო მსვლელობა, სადაც შემოუერთდება შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის ოთხივე ქალაქი და გაიმართება საზეიმო მსვლელობა", - აცხადებს აბიკო აბესაძე.

საქართველოში დღეს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე აღინიშნება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაწესებულ დღესასწაულს მრევლი 10 დიდ ქალაქში აღნიშნავს.

დღის ამბები