09 აგვისტო 2026,   23:00
ვრცლად
ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე - სამღვდელოება და მრევლი დღეს ქვეყნის 10 დიდ ქალაქში შეიკრიბება

17 მაისს საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღე აღინიშნება. სამღვდელოება და მრევლი დღეს 10 დიდ ქალაქში შეიკრიბება.

თბილისში, 13:00 საათზე, ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბებიან, გადაიხდიან პარაკლისს და 14:00 საათზე საზეიმო მსვლელობა სამების ტაძრისკენ გაიმართება.

შეკრება იგეგმება თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და ზუგდიდში.

ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყანაში უკვე 11 წელია აღინიშნება. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს დააწესა. 

 

დღის ამბები