კრწანისში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. მანევრის, დაზვერვის, არტილერიის, საჰაერო თავდაცვის, ლოჯისტიკის, სამხედრო სამედიცინო პერსონალის, სამხედრო საინჟინრო და კავშირგაბმულობის კაპიტნის საკარიერო კურსები 70-მა მსმენელმა გაიარა.
მათ ქვედანაყოფის მართვის პროცედურები და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეისწავლეს.
კურსდამთავრებულებს ღონისძიებაზე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ მიმართა, მათ შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.