თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" მესამე კონცერტი გაიმართა.
"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები" მოიცავს საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.