10 აგვისტო 2026,   13:56
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი კანონმდებლებს ანგარიშს წარუდგენს

როგორ სრულდება სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები -  ამ მიმართულებით ანგარიშს კანონმდებლებს დღეს ჯანდაცვის მინისტრი ჩააბარებს.

მიხეილ სარჯველაძეს დილიდან ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ელიან. მინისტრის საქმიანობას წარმატებულად აფასებს მმართველი გუნდი.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, დღევანდელი განხილვა მიეძღვნება საკითხებს, სადაც ხაზგასმული იქნება ჯანმრთელობის სფეროში მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოები.

"დღევანდელი განხილვა მიეძღვნება საკითხებს, სადაც ხაზგასმული იქნება ჯანმრთელობის სფეროში მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოები, ასევე დასაქმების, სოციალური საკითხები.

მნიშვნელოვანია, რომ წლიდან -წლამდე საქართველო, ამ მიმართულებით აუმჯობესებს მონაცემებს, რაც ძალიან გვახარებს და დღესაც, დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის მოხსენებაში ყველა ამ სფეროზე გამახვილებული იქნება ანგარიში", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

 

დღის ამბები