09 აგვისტო 2026,   12:17
ვრცლად
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც საკუთარი ჩვენების შეჭმას აიძულებენ მალხაზ არქანიაა - წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები მისგან არარსებულ ტერორისტულ აქტში მონაწილეობის აღიარებას მოითხოვდნენ

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც საკუთარი ჩვენების შეჭმას აიძულებენ მალხაზ არქანიაა - წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები მისგან არარსებულ ტერორისტულ აქტში მონაწილეობის აღიარებას მოითხოვდნენ. ამ ვიდეო-მტკიცებულებითაც დასტურდება, რომ გლდანის ციხეში არქანიას მიმართ განხორციელებულ ძალადობას პირადად ხელმძღვანელობდნენ სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეგის ქარდავა და ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად "ქილერა".

ზეწოლისა და წამების შემდეგ მამაკაცმა არარსებული დანაშაული აღიარა, თუმცა მოძალადეებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ისინი მალხაზ არქანიასგან კონკრეტული გვარების დასახელებას მოითხოვდნენ. მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაძის დავალებით, ახალგაზრდა კაცს ჯერ დახვრეტის, შემდეგ კი გაუპატიურების ინსცენირებაც კი მოუწყვეს. “ქილერას“ მეტსახელით ცნობილ ციხის ყოფილ დირექტორს არქანიას წამებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

თავად მალხაზ არქანიამ ჩვენება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას მისცა. ასევე სახალხო დამცველთან დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ ემუქრებოდნენ მამაკაცს გაუპატიურებითა და სიცოცხლის მოსპობით.

2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მუხაძემ ქვეყანა დატოვა. მას 9 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მუხაძის ინტერესებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი წარმოადგენდა.

მუხაძესთან ერთად დანაშაულში მხილებული სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების - მეგის ქარდავას, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განხილვა მიმდინარეობს.

დღის ამბები