22 ივნისი 2026,   05:35
ვრცლად
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, პარკირებულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე პარკირებულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეხანძრე-მაშველებმა გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.

დღის ამბები