12 აგვისტო 2026,   16:14
ვრცლად
"კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნომერ პირველი სპორტსმენია მის წონაში, მისი წარმატება საქართველოს წარმატებაა" - სპორტის მინისტრი მერაბ დვალიშვილზე

საქართველოს სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე მერაბ დვალიშვილისა და ამერიკელი შონ ო’მალის ბრძოლას დაესწრო. შალვა გოგოლაძემ მერაბ დვალიშვილს გამარჯვება და ტიტულის შენარჩუნება მიულოცა. შალვა გოგოლაძე, ქართველი მებრძოლისა და შონ ომალის დაპირისპირებას თვალს დარბაზიდან ადევნებდა.

"მინდა მივულოცო მერაბს გამარჯვება და ტიტულისა მეორედ დაცვა. მერაბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნომერ პირველი სპორტსმენია მის წონაში. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს და საქართველოს მივულოცო ეს დიდი გამარჯვება. მისი წარმატება საქართველოს წარმატებაა," - აღნიშნა სპორტის მინისტრმა.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარი მეორედ დაიცვა. აშშ-ში, ნიუარკის Prudential Center-ში, UFC - 316-ის ღონისძიებაზე ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე ამერიკელ შონ ო’მალის დაუპირისპირდა. ბრძოლა მერაბის გამარჯვებით დასრულდა და მან MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

დღის ამბები