ლა სკალასა და ლონდონის შემდეგ, მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერლები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გამოსასვლელად ემზადებიან. ოპერის ხუთ უცხოელ ვარსკვლავთან ერთად, ქართველი მსმენელის წინაშე გამოვა მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანი გიორგი ანდღულაძეც.
საოპერო ზეიმი თბილისში თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ეწყობა და ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც უკვე მესამე წელია, უმაღლესი დონის ვარსკვლავებს მასპინძლობს.
დავით და ლექსო თორაძეების სახელობის ფესტივალის მთავარი მიზანი ახალგაზრდა მუსიკოსების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა და მათი მხარდაჭერაა, მათ შორის, სტიპენდიით.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი