თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღეს, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და გამოჰკითხავენ პროკურატურის მოწმეებს. უკვე დაიკითხა მერიის თანამშრომელი და გამომძიებელი.
დაკავებულებიდან სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი მონაწილეობას ედავებიან.