11 აგვისტო 2026,   23:17
ვრცლად
12 ივნისს თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

12 ივნისს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, ვარკეთილის II მიკრო რაიონის, N27-ე კორპუსის მიმდებარედ აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.

"სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 ივნისს საღამოს 22:00 საათიდან 13 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: ვარკეთილის ზემო პლატოს, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, კალოუბნის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, გახოკიძის ქუჩებს. აეროდრომის დასახლებას. კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, ქიზიყის და ჯავახეთის ქუჩების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები