
ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" 80 წლისაა. ყველა დროისა და თაობის ყველაზე წარმატებულმა დასმა, პირველი ოფიციალური კონცერტი სახელმწიფო ანსამბლის სტატუსით 1945 წლის 11 ივნისს გამართა.
დღეს და ხვალ კი "სუხიშვილების" მოცეკვავეები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საიუბილეო კონცერტებს გამართავენ, რომლებზეც შესრულდება როგორც ტრადიციული ასევე ახალი საცეკვაო კომპოზიციები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიქმნა.