18 ივლისი 2025,   17:53
ვრცლად
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეებისა და ცხედრების გაცვლა შედგა

ტყვეებისა და ცხედრების გაცვლა შედგა - უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში მიღწეული შეთანხმების მორიგი პუნქტი კიდევ ერთხელ ოფიციალურად ამოქმედდა. ომში მყოფმა ქვეყანამ 1200 ცხედარი დაიბრუნა.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბევრი მათგანი, რომელიც დღეს უკრაინაში დაბრუნდა, ტყვეობაში 2022 წლიდან იყო.

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი 6000 დაღუპული სამხედროს ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.

დღის ამბები