17 ივლისი 2025,   19:44
ვრცლად
"იემენის შეიარაღებული ძალები პატივს სცემს ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მის ხალხს, არმიას და ხელმძღვანელობას" - ჰუსიტების სამხედრო პრესსპიკერი

ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ესკალაცია ისევ გრძელდება. იბომბება ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ბაზები, ურანის გამამდიდრებელი ობიექტები. "ცაჰალის" მთავარი მიზანი ირანის ბირთვული პოტენციალის სრული განადგურებაა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანი მზადაა, გააფორმოს შეთანხმება, რომელიც გარანტიას მისცემს ყველას, რომ თეირანი ბირთვულ იარაღს არ შეიძენს.

პარალელურად, ჰუსიტების სამხედრო პრესსპიკერი, იაჰია სარეა აცხადებს, რომ იემენის [ჩრდილოეთი] შეიარაღებული ძალები პატივს სცემს ირანის ისლამურ რესპუბლიკას და კოორდინირებულად მოქმედებენ ირანის არმიასთან ერთად ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებში.

"იემენის სარაკეტო ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ჯაფას ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია განახორციელეს, "პალესტინა 2" ტიპის ჰიპერსონიული ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით.

ეს ქმედება კოორდინირებული იყო ირანის არმიის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებთან.

იემენის შეიარაღებული ძალები პატივს სცემს ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მის ხალხს, არმიას და ხელმძღვანელობას, რადგან ისინი მამაცურად, მტკიცედ და ერთგულად უპირისპირდებიან სასტიკ სიონისტურ აგრესიას", - იაჰია სარეამ.

დღის ამბები