09 აგვისტო 2026,   10:32
ვრცლად
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე, STEAM LAB გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ქალაქ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სამუშაო სივრცე – STEAM LAB გახსნა.

STEAM ინოვაციური სივრცის გახსნის შემდეგ ბაია კვიციანი კონკურსის "მომავლის საქართველო" რეგიონული ტურის – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების მონაწილე სკოლების მიერ მომზადებულ STEAM პროექტებს გაეცნო და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

33-ე საჯარო სკოლის ახალ STEAM LAB-ს გადაეცა – პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებები; 3D პრინტერი, დრონი და კომპიუტერული ტექნიკა. ასევე, ინოვაციური სივრცეები აღიჭურვა სპეციალური ავეჯით, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებს. STEAM LAB უზრუნველყოფილია ვიდეო საკონფერენციო სისტემით, რაც სხვა სკოლებთან დისტანციურად დაკავშირების, ერთობლივი STEAM პროექტებისა და სხვა ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

შეგახსენებთ, რომ STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის პილოტირება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ეტაპობრივად უკვე დაიწყო 200 სკოლაში, სადაც შეიქმნა STEAM ლაბორატორიები, განხორციელდა მასწავლებელთა გადამზადება და უზრუნველყოფილი იქნა საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით. პროექტის ფარგლებში მომზადება გაიარა საბუნებისმეტყველო საგნების 400-ზე მეტმა პედაგოგმა. პროგრამაში ჩართულია 3000 მეტი მოსწავლე.

2025-2026 სასწავლო წლიდან სამინისტრო გეგმავს პროექტის სულ სხვა მასშტაბით ინიციირებას, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს STEAM მიმართულების პოპულარიზაციას

დღის ამბები