18 ივლისი 2025,   17:48
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.

მინისტრი აჭარის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

გეკა გელაძემ საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისგან ინფორმაცია მიიღო მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე . შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, გაესაუბრა თანამშრომლებს და მათი სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

გეკა გელაძე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც მესაზღვრე-კონტროლიორებს, ასევე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა.

აჭარის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, ,ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები. შეხვედრების ფარგლებში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი ,როგორც ადგილობრივი დამსვენებლების,ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველსაყოფად სრულ მზადყოფნაშია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა.

დღის ამბები