
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის მიზანია არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობა.
შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებს ჯილდოები და სიგელები გადაეცათ. წელს ტრადიციულ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის ათი ფოლკლორული ანსამბლი დააჯილდოვეს. შემოქმედებითი საღამო ყველა მონაწილის ერთობლივად შესრულებული "მრავალჟამიერით" დასრულდა.
ღონისძიება უკვე მეოთხე წელია, დედაქალაქის მერიის დაფინანსებით და საკრებულოს მხარდაჭერით იმართება.