08 ივნისი 2026,   13:20
ვრცლად
"ამ ქვეყანას ჭირდება ცვლილებები, ამ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები" - რუსთაველის გამზირზე რევოლუციისკენ მოწოდებები ისმოდა

მორიგი მოწოდებები რევოლუციისკენ რუსთაველის გამზირზე - საკანონმდებლო ორგანოს წინ გუშინ, დღის ბოლოს გამართულ აქციაზე, გამომსვლელთა ნაწილმა შეკრებილებს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლისკენ მოუწოდეს.

სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკან, შეძახილებით გადაინაცვლეს.

"არავის მოწოდება არ გჭირდებათ საბრძოლველად, არავის დაძახება არ გჭირდებათ გარეთ გამოსასვლელად, ყველა ადამიანის, ყველა ქართველის მოვალეობაა დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს. ღალატია, თუ დაწყებულ ბრძოლას შუაში მივატოვებთ. ამ ქვეყანას ჭირდება ცვლილებები, ამ ქვეყანას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღის ამბები