"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა, როკო მწყერაშვილმა ექსპერტიზის ბიურო დატოვა.
აქტივისტი დღეს პოლიციამ ნარკოტესტის ჩატარების მიზნით გააჩერა. დიღმის ექსპერტიზის ბიუროში ის თითქმის 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.