30 მეტრზე მოწყობილი წყლის ატრაქცია, გიგანტური სასრიალო ცისარტყელა და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თავგადასავლების, რომელიც "კას ლენდის" ატრაქციონების პარკში გელოდებათ.
დისნეი ლენდის პრინციპით გაშენებული ატრაქციონების პარკს, გახსნის დღეს 4000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა ბავშვთა სახლის ბენეფიციარები. საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება ჰქონდა ატრაქციონებითა და მათთვის სპეციალურად ორგანიზებული გასართობი პროგრამით სრულიად უფასოდ ესარგებლა.
წალკის კანიონის დაცული ტერიტორია საკულტო "ბრილიანტის ხიდით", ებრაულ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის "Kass group"-ის და სახელმწიფოს თანამშრომლობის შედეგად, რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცა.
რეგიონის მარგალიტად წოდებულ კანიონს, დღემდე 250 000-ზე მეტი სტუმარი ეწვია. "კას ჯგუფის" ინვესტიციამ საქართველოში 200 მილიონ ლარს გადააჭარბა. კანიონის დაცულ ტერიტორიას ყოველდღიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. როგორც "კას ჯგუფში" აცხადებენ, ატრაქციონების პარკისა და სასტუმრო კომპლექსის გამო მათი რიცხვი ერთიორად გაიზრდება.