06 აგვისტო 2026,   12:53
ვრცლად
შსს ჩამონგრეული კორპუსის შესახებ განცხადებას ავრცელებს - ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.
 
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყების სხვა დანაყოფების თანამშრომლებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ძებნა-შველის ღონისძიებებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 
დღის ამბები