კვლავ დაძაბულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში. მსოფლიოს მთავარ ენერგეტიკულ დერეფანში - ჰორმუზის სრუტეში, ტანკერების და გემების გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სრუტის გახსნასთან დაკავშირებით შეთანხმება შესაძლოა უახლოეს დღეებში გაფორმდეს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასრულებას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ამ მიზნით, სამხედრო ძალის ხელახლა გამოყენებასაც არ გამორიცხავს.
ვითარებას ირანის პრეზიდენტიც ეხმაურება. მასუდ ფეზეშქიანის შეფასებით, ქვეყანა ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე მძიმე გამოწვევების წინაშე დგას. მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან ზეწოლის მიზანი ირანში სოციალური უკმაყოფილების გაღვივება და ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტებაა.