09 აგვისტო 2026,   14:18
ვრცლად
ლაგოდეხის მერი მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო

ლაგოდეხის მერი მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო. სოფელ გელათში და სოფელ პატარა გორში რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, გზის დაგება და დამცავი კედლის მოწყობის მშენებლობა მიმდინარეობს.

ადგილობრივი მნიშვნელობის გზის პროექტები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შეირჩა. სამუშაოების ღირებულება ჯამში 54 598 ლარს შეადგენს.

დღის ამბები