"მუსიკალური ბათუმი 2025" - პროგრამის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა სახელწოდებით "მსოფლიო პოპულარული მუსიკა".
შემოქმედებით საღამოზე, დავით მუქერიას დირიჟორობით შესრულდა მსოფლიო პოპულარული კინო-მუსიკა. აჟღერდა ვიქტორ დოლიძის "ბაღდადური".
წარმოდგენილმა მუსიკალურმა პროგრამამ მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციირებული პროგრამის, "მუსიკალური ბათუმი 2025" ფარგლებში გაიმართა.
პროგრამა მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებებს აერთიანებს და მისი მიზანი რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენა, პოპულარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებაა.