გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. 2022 წლის 29 ივლისს, ტრაგიკულ შემთხვევას სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, მაშველები და ექიმები ემსხვერპლნენ.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას, დღეს, პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებმა. ისინი ტრაგედიის ადგილზე ჩავიდნენ.
სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს, რომელსაც ორივე უწყების წარმომადგენლები, მეხანძრე-მაშველები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.