მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
კომისიას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით შეიქმნა, განათლების მინისტრი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების კონცეფცია. დაიგეგმა კომისიის საქმიანობის მომდევნო ეტაპები.
კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ დეტალურ სამოქმედო გეგმას 1 თვის განმავლობაში შეიმუშავებენ.