საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
"უმძიმესი დღეა თანამედროვე ქართულ ისტორიაში, 17 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. აქ განისვენებენ ის ჯარისკაცები, ის ვაჟკაცები, საქართველოს შვილები, რომელთაც დაიცვეს საკუთარი სამშობლო და სამშობლოსთვის გაიღეს საკუთარი სიცოცხლე. ჩვენ, მთლიანად, თავდაცვის ძალები, მეც პირადად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი ხსოვნა და ყველანაირად ხელი შევუწყოთ მათ ოჯახებს," - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.