ქვემო ქართლში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, ერთ-ერთმა მათგანმა კი მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი ახალგზარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.