"უკრაინის მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთი პოკროვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით აქტიური შეტევებისთვის ემზადება", - ამის შესახებ მედია საშუალება The Ukrainian Review იტყობინება.
სირსკის თქმით, ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან რთულია. როგორც გამოცემა წერს, კურსკის ოპერაციის დროს უკრაინის შეტევითი დანაკარგი რუსეთის დანაკარგზე 5-ჯერ ნაკლები იყო, რაც დღემდე საუკეთესო შედეგს წარმოადგენს.
"ბახმუტში, ვაგნერმა, როგორც ორგანიზაციამ "სიკვდილი განიცადა" და ის ვეღარ აღდგება", - წერია სტატიაში.