28 ივნისი 2026,   11:04
ვრცლად
2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.1 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც 17.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.1 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც 17.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც "საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აეროპორტებმა მიიღო 1.1 მლნ. მგზავრი, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.0 მლნ. მგზავრი

"2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.1 % რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. 2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 8.6 ათასი შეადგინა, რაც 12.8 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს", - ნათქვამია ინფორმაციაში.​

დღის ამბები