18 აგვისტო 2026,   17:34
ვრცლად
თბილისში საფეხბურთო ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

დიღმის მასივში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი "ავაზა" გაიხსნა.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო.

აღნიშნული ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებობდა, თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტს დაუბრუნა და 2022 წელს ფეხბურთის ფედერაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადასცა.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო სტანდარტული და მინი მოედნები ტრიბუნითა და განათებით. ასევე, აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი გასახდელებით. ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა UEFA-ს პროგრამა Hattrick-ის დაფინანსებით განხორციელდა.

ღონისძიებას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი, ფიფა-სა და უეფა-ს წარმომადგენლები, ასევე, ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.

დღის ამბები