ჯანსაღი ცხოვრების წესი - ორი მსოფლიო ბრენდის საერთო და მთავარი ღირებულებაა
თბილისი, საქართველო - წყალი "მთის" და საფეხბურთო გრანდი "პარი-სენ-ჟერმენი" ძალებს კიდევ ერთხელ აერთიანებენ. ორი გამორჩეული ბრენდის პარტნიორობა და კოლაბორაცია ინოვაციისა და სრულყოფილებისადმი ერთგულებას ემსახურება და საფუძველს უყრის წყალი "მთის"-თვის მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ისევ შთააგონებს ადამიანებს, იყოს ცხოვრებით სავსე და მისდიოს აქტიური ცხოვრების წესს.
წყალი "მთის" - იცხოვრე სრულყოფილად - 2025 წლის საფრანგეთის ლიგის, UEFA’ს ჩემპიონთა ლიგის და UEFA’ს სუპერთასის გამარჯვებული, "პარი-სერ-ჟერმენის" ვარსკვლავები: უსმან დემბელე, ვიტინია, ფაბიან რუისი, დეზირე დუე და გონსალო რამოსი ირჩევენ. ფეხბურთის სამყაროში ეს ცნობილი სახელები წყალი "მთის" საკომუნიკაციო კამპანიის მთავარი გმირები არიან.
ისინი არა მხოლოდ მინდორზე ქმნიან გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარ მომენტებს და სანახაობას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში ირჩევენ უმაღლესი ხარისხის, ნატურალურ მინერალურ წყალს.
საფეხბურთო გრანდის გამორჩეული ფეხბურთელების თითოეული მოძრაობა სიძლიერის, სრულყოფილების, დიდი მიღწევების, ყველა გამარჯვების განუყოფელი ნაწილი და სიმბოლოა, რომელსაც "მთის" წყალი ატარებს. წყალი "მთის" და ფრანგული საფეხბურთო გრანდის პარტნიორობა 2025 წლის მარტში დაიწყო. "მთის" და "პარი სენ-ჟერმენი" 4 წელი ერთად - ეს წამოწყება, კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა" და მისი ფლაგმანი - "მთის" ბრენდის ერთგულებას, ხელი შეუწყოს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შეკავშირებას.
"პარი-სერ-ჟერმენს" კი წყალი "მთის" სახით, სანდო რეგიონული პარტნიორი ჰყავს, რომელიც სრულად შეესაბამება კლუბის გამარჯვების, შრომისმოყვარეობისა და სრულყოფილების ღირებულებებს. ორივე ბრენდი კი აძლიერებს ვალდებულებას, თავის გლობალურ გულშემატკივარს ექსკლუზიური გამოცდილება შესთავაზოს.
წყალი "მთის" გამარჯვების განუყოფელი ნაწილი და უმაღლესი შედეგების განმსაზღვრელია!
(R)