06 აგვისტო 2026,   12:30
ვრცლად
პრემიერი: მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველკურსელებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავს.

"მინდა, ყველა პირველკურსელს მივულოცო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება - სტუდენტობა. წარმატებული პროფესიული ცხოვრებისთვის პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება. გილოცავთ ყველას და წარმატებულ სტუდენტურ წლებს გისურვებთ", - აღნიშნულია პრემიერის წერილში.

დღის ამბები