08 აგვისტო 2026,   21:09
ვრცლად
ბათუმში, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება გაიმართა

ბათუმში, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება გაიმართა.

ქვედანაყოფის დროშის გადაბარების ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაესწრო.

დღეიდან, მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას ვიცე-პოლკოვნიკი, დავით ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. ქვედანაყოფის დროშა მას პოლკოვნიკმა ზაზა მჟავანაძემ გადააბარა.

ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების შემდეგ, პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა მიმართა.

დღის ამბები