18 აგვისტო 2026,   16:09
ვრცლად
"8-იანი ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე. ამორალური ბევრი გიჭამიათ სათითაოდ, ძალიან ბევრი" - ელენე ხოშტარია ოპოზიციაში დაპირისპირებაზე

დაპირისპირების ახალი კერა ოპოზიციაში - დაიშლება თუ არა არჩევნების ბოიკოტში მყოფი რვა პარტიის ერთობა, ჯერ უცნობია. "ნაციონალური მოძრაობა" "ფედერალისტების" გარიცხვას ითხოვს. ორ პარტიას შორის წყალგამყოფი თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ პოსტია, სადაც "ფედერალისტების" ლიდერი, მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს მათივე "ფეისბუქის" პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით პასუხობს.

ფაქტს ამორალურს უწოდებს "ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარე და "ფედერალისტების" პლატფორმიდან გარიცხვას ითხოვს.

დაპირისპირებას გამოეხმაურა კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია და გამოთქვა იმედი, რომ 8 პარტიის ერთობა არ დაიშლება.

"ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა. 8-იანი ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე. ამორალური ბევრი გიჭამიათ სათითაოდ, ძალიან ბევრი. ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს და პოლიტიკოსებს ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა. 8-იანი ვერ დაიშლება იმედია, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე, იმედია, ერთმანეთის ჯინაზე მაგას არ იზამენ. შიმშილობას აღარ ვაპირებ", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები