09 აგვისტო 2026,   14:11
ვრცლად
გენიალური მუსიკა და ბალერინების მომაჯადოებელი მოძრაობა - თბილისის ოპერისა და ბალეტის დასი "გედების ტბას" გასტროლისთვის ამზადებს

გენიალური მუსიკითა და ბალერინების მომაჯადოებელი მოძრაობებით, ბალეტების ბალეტი, - ანუ, ჩაიკოვსკის "გედების ტბა". ძველი გერმანული ლეგენდა 90-იან წლებში გვაბრუნებს და გვიყვება პრინცესა ოდეტზე, რომელიც ბოროტი ჯადოქრის წყევლის შედეგად გედად გადაიქცა.

სცენამდე იყო სარეპეტიციო დარბაზი. ყოველდღიური, რამდენიმე საათიანი რეპეტიციები პედაგოგებთან ერთად, შესასრულებელი პარტიების განაწილება და ილეთების დახვეწა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის დასისთვის ახალი ეტაპი იწყება. მოცეკვავეები "გედების ტბას" გასტროლისთვის ამზადებენ.

ბალეტი პირველად 1877 წელს დაიდგა. პრემიერას წარმატება არ მოჰყოლია. მოგვიანებით კი, განახლებული "გედების ტბა" მარიუს პეტიპას ქორეოგრაფიით შესრულდა და საფუძვლად დაედო ყველა შემდგომ ვერსიას. თბილისის სცენაზე წლების განმავლობაში ჭაბუკიანის მიერ დადგმული ქორეოგრაფია სრულდება იქამდე, ვიდრე ალექსეი ფადეევიჩი საკუთარ ვერსიას წარადგენდა, რომელსაც ორიგინალისგან განსხვავებით ბედნიერი დასასრული აქვს.

ორ მოქმედებიანი ბალეტის მთავარი გმირი უკვე წლებია ნინო სამადაშვილია, რომელიც დედოფალ ოდეტა-ოდილიას სევდიანი ამბის მთხრობელია. პერსონაჟს დღისით გედის სახე აქვს, ღამე კი დედოფლის იქამდე, ვიდრე არ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მას შეიყვარებს. სხვადასხვა დროს ოდიტა-ოდილიას როლს ასრულებდნენ: ნინო ანანიაშვილი, ირინა ალექსიძე, ლალი კანდელაკი, პერინა ლენიანი,

მსოფლიო საბალეტო ორგანიზაციამ ბალეტის მოყვარულებს 10 საუკეთესო სპექტაკლის სია წარუდგინა, რომელშიც პირველ ადგილს "გედების ტბა" იკავებს. 11-დან 14 სექტემბრის ჩათვლით სინგაპური და Sands theater-ი ის ადგილი იქნება, სადაც ქართული დასი ჯადოსნურ ბალეტს ექვსჯერ იცეკვებს.

ავტორი: ნინი ბიჩინაშვილი. 

დღის ამბები