13 აგვისტო 2026,   11:48
ვრცლად
საქართველოს ნაკრები "ევრობასკეტზე" დღეს საბერძნეთს შეხვდება

რამდენიმე საათი რჩება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მორიგ შეხვედრამდე - დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩი, თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მარცხი და ერთი გამარჯვებაა. გუშინ ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა იტალიასთან 62:78 დათმეს.

დღის ამბები