09 აგვისტო 2026,   14:23
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში გიორგი კანდელაკის და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 6 პირის პროცესი მიმდინარეობს - ადვოკატმა 100 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა

საქალაქო სასამართლოში გიორგი კანდელაკის და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 6 პირის პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატმა 100 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, შვიდივე პირის მიმართ პატიმრობა მოითხოვა პროკურატურამ. პროცესზე რამდენიმე ბრალდებულმა, მათ შორის კანდელაკმა, სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმესთან შეხება არ აქვს.

საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში არალეგალური საწარმო გამოავლინა და ათეულობით მილიონის ღირებულების კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი და უაქციზო სიგარეტი ამოიღო. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ასევე, ექსპერტიზა დაადგენს, იყო თუ არა კუსტარული სასმელი საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

დღის ამბები