ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი კანდელაკისთვის 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
პროცესზე რამდენიმე ბრალდებულმა, მათ შორის ყოფილმა მოკრივემ სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლში არალეგალური საწარმო გამოავლინა და ათეულობით მილიონის ღირებულების კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელი და უაქციზო სიგარეტი ამოიღო. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს