09 აგვისტო 2026,   13:56
ვრცლად
გია ბურჯანაძე - თბილისის საპატიო მოქალაქე

აქ დაიბადა, გაიზარდა და 64 წელი იცხოვრა, მაგრამ დღეს მშობლიურ ქუჩაზე ახალი სტატუსით პირველად გაიარა - თბილისის საპატიო მოქალაქე.

საპატიო მოქალაქეს აქვს პატივი, ჰქონდეს მისი წილი თბილისური ამბები - ბავშვობიდან დიდობამდე. ამბები ბევრი აქვს - ბავშვურ-ანცური, ბობოქარ-ბიჭური და უკვე დინჯი-კაცური.

განსაკუთრებით გაუმართლა, რომ მის თბილისურ ამბებში მთავარი გმირები სხვა კოლორიტი თბილისელები არიან.

გაუმართლა არა მხოლოდ მეზობლებში, პროფესიულ მეგობრებშიც და მის თბილისურ დღიურებში ყველაზე დიდი ნაწილი თეატრალურ ისტორიებს უკავშირდება.

იხსენებს პირველ თბილისობას - თავმდაბლობით და თვითკრიტიკით შეფუთული იუმორი.

და მაინც, როგორია გია ბურჯანაძის თბილისი?!

დღის ამბები