10 აგვისტო 2026,   13:20
ვრცლად
"თბილისობა 2025" გრანდიოზული გალაკონცერტით დასრულდა

"ყველა უმღერის თბილისს" - "თბილისობა 2025-ის" სადღესასწაულო ღონისძიებები ევროპის მოედანზე, გრანდიოზული გალაკონცერტით დასრულდა.

სახალხო დღესასწაულის საფინალო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის ცნობილმა წარმომადგენლებმა, ახალი თაობის შემსრულებლებმა და ანსამბლებმა. ნაჩვენები იყო საორკესტრო ნომრებიც.

კონცერტში მონაწილეობდნენ: მაია ჯაბუა, ანდრია ფუტკარაძე, ნიკოლოზ ქაჯაია, აჩიკო ბერიძე, სანდრა გადელია, ომარ ბურდული, სოფო ხალვაში, ვაჩე ღვინიაშვილი, ლიზა ბაგრატიონი, აჩიკო ნიჟარაძე, ანასტასია ვასაძე, დათუნა კერესელიძე, ნათია პერანიძე, ნატო მეტონიძე, მათე მარტიაშვილი, ანასტასია მასურაშვილი, თამარ გვერდწითელი და მარიამ ბიგვავა; ასევე, ანსამბლები – "ალილო", "ფორტე", კვარტეტი "ოთხი" და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი.

დღის ამბები