"ქართული ოცნების" ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი საფერავის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ზაქარია წიკლაურმა ადგილობრივებს საკუთარი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები გააცნო და მათი საჭიროებებიც მოისმინა.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ საუბარი, პარლამენტის სამგორის რაიონის დელეგატი და სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი ესწრებოდნენ.