09 აგვისტო 2026,   14:10
ვრცლად
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 71 საკითხი განიხილეს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 71 საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრებმა, ფრაქცია "თბილისი საქართველოს" წევრების, თამარ ხვედელიანის, გიორგი შარაშიძისა და სალომე კობალაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღეს.

დღევანდელ სხდომაზე მოუსმინეს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, ასევე ქონების მართვის სააგენტოს უფროსებს.

"განვიხილეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული 71 საკითხი, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ ისტორიულ ზონებში ირიბი კომპენსაციის საკითხებს, სადაც k2-ის მატებაა და ბუნებრივია შემოსული თანხები უნდა მოხმარდეს ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ასევე, სხვადასხვა მშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციებს და შემდეგ, ასევე მათი რეაბილიტაციის საკითხებს, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა პერიოდში, სხვარიგად კომპანიების მიერ განუხორციელებელ საქმიანობას. იცით, რომ მუნიციპალიტეტმა პოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 12 000 ოჯახი დააკმაყოფილა ამ თვალსაზრისით", - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან“ ზურაბ აბაშიძემ.

დღის ამბები