06 აგვისტო 2026,   17:29
ვრცლად
ბათუმის რკინიგზის სადგურზე მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალში "ჯასთ კაფე" გაიხსნა

ბათუმის რკინიგზის სადგურზე მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალში "ჯასთ კაფე" გაიხსნა. ადგილზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ფინჯან ყავასთან ან საუზმესთან ერთად მიიღონ ყველა ის დოკუმენტი, რომელთაც იუსტიციის სახლი გასცემს. ადგილზე შესაძლებელია ბიზნეს შეხვედრების გამართვაც.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აცხადებს, რომ ბათუმში რიგით მეორე "ჯასთ კაფე" გაიხსნა.

"ბათუმში რიგით მეორე "ჯასთ კაფეა" და დიდი იმედი გვაქვს ესეც სრული დატვირთვით იმუშავებს. დღეს ჩვენ ასევე მოვინახულეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, კერძოდ კი იუსტიციის სახლის მშენებლობა ხელვაჩაურის რაიონში. წლის ბოლომდე ეს პროექტი იქნება დასრულებული და ხელვაჩაურის მოსახლეობა შეძლებს ყველა სერვისით სარგებლობას,"- აცხადებს პაატა სალია. 

დღის ამბები