წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუსთვის მერმა და მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ მორიგი შეხვედრა რუსთავის იპოდრომზე გამართა, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს და სპორტსმენებს შეხვდა.
"ქართული ოცნების" გუნდის წარმომადგენლებმა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რუსთავში დაგეგმილ ახალგაზრდულ და სპორტულ პროექტებზე ისაუბრეს.
შეხვედრას წარმატებული რუსთაველი სპორტსმენები და საერთაშორისო ასპარეზობების პრიზიორები ესწრებოდნენ.